kedaTRAVEL
ბიზნესისთვის

ისტორიული ძეგლები · დანდალო

დანდალოს თაღოვანი ხიდი

IX-X საუკუნეების ეს თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე ადგილობრივი კირქვითა და დუღაბითაა აშენებული და თითქმის 36 მეტრი სიგრძისაა. მისი მარჯვენა ბურჯი კლდეზე დგა

ადგილის შესახებ

IX-X საუკუნეების ეს თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე ადგილობრივი კირქვითა და დუღაბითაა აშენებული და თითქმის 36 მეტრი სიგრძისაა. მისი მარჯვენა ბურჯი კლდეზე დგას, მარცხენა კი წყალშია შეჭრილი. შუაწელში ხიდის სიგანე 2,7 მეტრია, ნაპირებთან კი ფართოვდება. დანდალოს ხიდი ქედის ერთ-ერთი ურთულესი ნაგებობაა - ის ლათინური S-ის ფორმისაა და მასზე დატვირთვის სწორად გადანაწილება ცალკე ოსტატობაა. თაღის სისქე თითქმის ერთ მეტრს აღწევს - თუკი მდინარეს ხიდის შუაგულიდან გადახედავ, გარემოს 8,5 მეტრის სიმაღლიდან დაინახავ, წყლის დონიდან ხიდის თაღამდე კი დაშორება 7,6 მეტრია. თაღის ორივე მხარეს ორ რიგად გამოჭრილი, ერთმანეთისგან 38 სმ-ით დაშორებული ფოსოებია, რაც მიანიშნებს, რომ ხიდის მშენებლობისას ხარაჩოები ორ რიგად იყო დალაგებული. ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი დანდალოს თაღოვან ხიდს 2006 წელს მიენიჭა.

უფასო შესვლა

დაგეგმე ვიზიტი

ფასიფასი მოთხოვნით

გაიკვლიე გზა ქედაში

ახლომდებარე ადგილები

1მუზეუმი
გეგელიძეები2.4 km

ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცე

ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის, სოფ.გეგელიძეებში მდებარეობს. მუზეუმი მოწყობილია სახლში, სადაც ცნობილი მწერალი, პოეტი და საზოგადო მ

ფასი მოთხოვნით
1ბუნების ძეგლი
დანდალო3.1 km

დანდალოს ჩანჩქერი

დანდალოს ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოში მდებარეობს. ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე 40 მ-ია. აქ მისასვლელად 400 მ. ბილიკს გაივლით.

ფასი მოთხოვნით