kedaTRAVEL
ბიზნესისთვის

სამთო მარშრუტები · დაბა ქედა

ქედის კულტურული მარშრუტი

მარშრუტი იწყება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთიდან, ამჟამად სოფელში არსებულ ორ საოჯახო სასტუმროსთან ახლოს (ზებო, წყაროსთვალი) ჩამომავალი გზიდან, საიდანაც

ადგილის შესახებ

მარშრუტი იწყება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთიდან, ამჟამად სოფელში არსებულ ორ საოჯახო სასტუმროსთან ახლოს (ზებო, წყაროსთვალი) ჩამომავალი გზიდან, საიდანაც ჩავუხვევთ ჩრდილო აღმოსავლეთით და მივემართებით სოფელ ახოსა და გეგელიძეებისაკენ. აქ მარშრუტი სასოფლო გრუნტის გზის ოდნავ დახრილ დაღმართს მიუყვება. მარშრუტი უშუალოდ სოფლებზე გადის და ამიტომ შესაძლებლობას გაძლევთ დაათვალიეროთ აჭარული სოფლების ყოფა. სოფელ ახოში აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი უძველესი მეჩეთია, საიდანაც მარშრუტი ვიწრო სასოფლო გრუნტის გზით სოფელ გეგელიძეებში გადადის. აქ ჯერ ცნობილი აჭარელი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის, სახლ-მუმზეუმთან გაივლის, სადაც შესაძლებლობა გაქვთ დაათვალიეროთ პოეტის ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები და უკეთ გაეცნოთ მის შემოქმედებას; შემდგომ კი მარშრუტი ამავე სოფელში მდებარე ნური სირაბიძის საოჯახო მარანთან სრულდება, სადაც სტუმარს საშუალება აქვს დააგემოვნოს ოჯახურ პირობებში დაყენებული ქვევრის ღვინო და ქართული სამზარეულო. მოცემული ტურისტული მარშრუტი თითქმის მთელ სიგრძეზე მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ფერდობს მიუყვება, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, როგორც თავად ხეობაზე, ისე ხეობის ფერდობებზე შეფენილ მთიანი აჭარის სოფლებზე.

დაგეგმე ვიზიტი

ფასიფასი მოთხოვნით

გაიკვლიე გზა ქედაში

ახლომდებარე ადგილები

1ბუნების ძეგლი
დანდალო12.5 km

დანდალოს ჩანჩქერი

დანდალოს ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დანდალოში მდებარეობს. ჩანჩქერის ვარდნის სიმაღლე 40 მ-ია. აქ მისასვლელად 400 მ. ბილიკს გაივლით.

ფასი მოთხოვნით